ანექსირებულ ყირიმში სასტუმროების ჯავშნების რაოდენობა ივლისის მეორე ნახევარში თვის პირველ ნახევართან შედარებით 45%-ით შემცირდა. სასტუმროები საშუალოდ 50-60%-ით არის დატვირთული, რის გამოც ისინი დამსვენებელთა მოსაზიდად ფასებს ამცირებენ.
სასტუმროს მართვის კომპანია Upro Group-ის მენეჯერი ეკატერინა მილჩინსკაია 2023 წელს ყველაზე რთულად მიიჩნევს გაყიდვების, სასტუმროების დაკავებულობის და ყირიმში ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით.
სასტუმრო Ribera Resort & SPA-ს კომერციული დირექტორის, ელენა პეჩერიცას თქმით, ივლისში სასტუმროებში ფასები 25%-მდე მცირდება. მისი შფასებით, მოთხოვნის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი სატრანსპორტო პრობლემები და ომისგან გამოწვეული შიშია.