სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა GRU Space-მა მთვარეზე სასტუმროების აშენების გეგმების შესახებ გამოაცხადა. კომპანიის ვებსაიტზე არსებული ინფორმაციით, ტურისტებს სასტუმროს გამოყენება 2032 წლიდან შეეძლებათ.

GRU Space-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ SpaceX-ის ძალისხმევამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტვირთის ორბიტაზე გაშვების ღირებულება. კომპანია ვარაუდობს, რომ ამ სფეროში მზარდი კონკურენციის გამო, ტვირთის გაშვების ფასები კვლავ გაიაფდება. გარდა ამისა, კოსმოსი უკვე ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცევა მდიდარი პირებისთვის.

მომხმარებლებს სასტუმროებამდე ისეთი კომპანიების მიერ მართული ლიცენზირებული კომერციული მანქანებით გადაიყვანენ, როგორიცაა SpaceX ან Blue Origin. GRU Space უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ტრენინგს და სამედიცინო შემოწმებას, ფრენის დაგეგმვას და გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში რისკების დაფარვას.

snob.ru