27 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6930 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0002 ლარით გამყარდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0122 ლარით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1627 ლარი გახდა.