სერვისმა lastminute.com-მა გამოაქვეყნა თავისი Travel Horizons Report–ის მონაცემები, რომელშიც ჩამოთვლილია ევროპაში სპონტანური მოგზაურობის ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებები.

ექსპერტებმა გააანალიზეს, თუ რომელ მიმართულებებს ჯავშნიან ტურისტები ყველაზე ხშირად მოკლე ვადაში — წინასწარი დაგეგმვის გარეშე, როგორც წესი, გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე.

ანგარიშის თანახმად, ევროპელ ტურისტებს შორის ასეთი მოგზაურობებისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, დიდი ბრიტანეთიდან, დასავლეთ და სამხრეთ ევროპიდან მოგზაურები სულ უფრო ხშირად ირჩევენ აღმოსავლეთ ევროპას, მათ შორის ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს და ბალკანეთის ქვეყნებს.

პირველი ადგილი პოლონეთის ქალაქმა გდანსკმა დაიკავა: აქ დაჯავშნების რაოდენობა წლის განმავლობაში 97%-ით გაიზარდა.

ვრცლად 34travel.me – ზე