გასულ კვირას, ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა Leqembi-მ ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების მარეგურილებელისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო

ამ გადაწყვეტილების შედეგად აშშ-ში Leqembi, ქრონიკული ნეოროდეგენერაციული დაავადების სამკურნალო სქემებსა და სადაზღვევო პაკეტებში ჩაერთვება. Leqembi პირველი პრეპარატია, რომელმაც მკურნალობის კურსში ჩართვის შემდეგ პაციენტებში დაავადების შედეგად გამოწვეული მეხსიერების დაქვეითება შეანელა

წამლის იაპონურმა კომპანია Eisai და Biogen-მა დაჩქარებული თანხმობა ჯერ კიდევ იანვარში მიიღეს. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგები FDA-მ 1,800 პაციენტისგან შემდგარ კვლევაში დაადასტურა.  მარეგულირებლის ცნობით, აღნიშნული წამლით მკურნალობის  შედეგად პაციენტებში მეხსიერების დაქვეითების პროცესი დაახლოებით 5 თვით შენელდა.

ალცჰაიმერის მკურნალობის ერთწლიანი კურსისთვის საჭირო მედიკამენტის ღირებულება დაახლოებით $26,500-ია.