ამერიკულმა IBM-მა შეიმუშავა მსოფლიოში პირველი ტექნოლოგიური პროცესი 1 ნანო მეტრზე პატარა ჩიპების წარმოებისთვის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ტექნოლოგიური პროცესი 0.7 ნანო მეტრი საშუალებას იძლევა დაახლოებით 100 მილიარდი ტრანზისტორი განთავსდეს ფრჩხილის ზომის მიკროჩიპზე – ორჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს დანერგილი 2 ნანო მეტრი ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოებულ IBM–ის ჩიპებზე.
მოსალოდნელია, რომ ახალი ჩიპი, 1.5-ჯერ უფრო მძლავრი და 1.7-ჯერ უფრო ენერგოეფექტური იქნება, ვიდრე მისი წინამორბედები.