პოლონეთის მოქალაქეების უმრავლესობა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია.
ამის შესახებ РБК-Украина იტყობინება იმ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რომელსაც Radio Zet-ი აქვეყნებს.
გამოკითხვისას პოლონელებს დაუსვეს კითხვა, უნდა გახდეს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი.
ჯამში, გამოკითხულთა 59,7% უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი აღმოჩნდა:
- 27,4%-მა უპასუხა — „უფრო არა, ვიდრე კი“;
- 32,3%-მა — „კატეგორიულად არა“.
უკრაინის ევროკავშირში მომავალ წევრობას მხარი რესპონდენტთა მხოლოდ 35,4%-მა დაუჭირა:
- 8,4%-მა უპასუხა — „ცალსახად დიახ“;
- 26,9%-მა — „უფრო დიახ, ვიდრე არა“.
გამოკითხულთა კიდევ 5%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.