ალასკას ნახევარკუნძულზე დღეს 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.- ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) თქმით, მიწისძვრის შემდეგ ალასკას მიმდებარე რამდენიმე რეგიონში ცუნამის განგაში გამოცხადდა, თუმცა ისინი მალევე გაუქმდა. ცუნამის საშიშროება აშშ-ის სანაპირო მხარეებზე - სამხრეთ ალასკასა და ალასკას ნახევარკუნძულზე - იდგა.
ამ ეტაპზე რაიმე ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მხოლოდ Twitter-ზე რამდენიმე ანგარიშმა ცუნამის გამაფრთხილებელი სირენებისა და მიწისძვრის ძლიერი ბიძგების ამსახველი ვიდეოები გამოაქვეყნა.