ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ინგლისის სამართლის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჯგუფური სარჩელის განხილვა დაიწყო, იტყობინება The Guardian.
1.6 მილიონზე მეტი ავტომობილის მფლობელი კომპენსაციას ითხოვს და კომპანიებს დიზელის ძრავების გამონაბოლქვის ტესტების მანიპულირებაში ადანაშაულებს.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კომპანიებმა შეგნებულად დააინსტალირეს უკანონო პროგრამული უზრუნველყოფა ("defeat devices"), რამაც მათ საშუალება მისცა გაეყალბებინათ NOx-ის გამონაბოლქვის ტესტები.
ტესტირების პირობებში, ავტომობილებმა მავნე გამონაბოლქვის დასაშვები დონე აჩვენეს, თუმცა სინამდვილეში სტანდარტები შესაძლოა 12-ჯერ გადაჭარბებული ყოფილიყო.
სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გავრცელდება Volkswagen/Porsche-ზე, BMW-ზე, Toyota-ზე, Mazda-ზე, FCA/Suzuki-ზე, Volvo-ზე, Opel-ზე, Jaguar Land Rover-სა და Hyundai-Kia-ზე.
მოსარჩელეების ადვოკატმა თომას დე ლა მერმა განაცხადა, რომ კომპანიებმა შეგნებულად აირჩიეს მოგება და „მომხმარებლის კომფორტი“ კანონის აღსრულებისა და სასიკვდილო დაბინძურების შემცირების ნაცვლად.