ევროპულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Airbus-მა 2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 91 მომხმარებელს 793 სამოქალაქო თვითმფრინავი მიაწოდა. ეს მაჩვენებელი 3.5%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, როდესაც 766 თვითმფრინავი იქნა მიწოდებული.

კერძოდ, 2025 წელს კომპანიამ მომხმარებლებს მიაწოდა 93 ვიწროკორპუსიანი A220 ოჯახის თვითმფრინავი და 607 A320 თვითმფრინავი, ასევე 36 ფართოკორპუსიანი A330 თვითმფრინავი და 57 A350 თვითმფრინავი.

2025 წელს მიწოდებებმა Airbus-ის პროგნოზს ოდნავ გადააჭარბა: დეკემბრის დასაწყისში კომპანიამ მოლოდინები 820 თვითმფრინავიდან 790-მდე შეამცირა. თუმცა, ისინი მნიშვნელოვნად დაბალია COVID-2019-მდე არსებულ მაჩვენებელთან (863 თვითმფრინავი).

ვრცლად interfax – ზე