მანჩესტერ იუნაიტედი და ადიდასი ტანსაცმლის სპონსორობის კონტრაქტს რეკორდულ 1.2 მილიარდი დოლარის გარიგებით ახანგრძლივებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს. გამოცემის ცნობით კონტრაქტი კიდევ ათწლეულით გაგრძელდება.

სპორტული ტანსაცმლის გერმანული კომპანია გააგრძელებს ბრიტანული საფეხბურთო გუნდის კომპლექტებისა და სხვა ტანსაცმლის დამზადებას, ეს არის პრემიერ ლიგაში უმსხვილესი სპონსორობა, 2015 წელს  Nike-ს განდევნის შემდეგ.

მანჩესტერ იუნაიტედმა ვებ-გვერდის მეშვეობით განაცხადა, რომ Adidas-ის პარტნიორობამ  მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღაფრთოვანა გულშემატკივრები.

„ძალიან ამაყები ვართ მანჩესტერთან გარიგების დადებით, ადიდასი და იუნაითედი საერთაშორისო ფეხბურთში ორი უმნიშვნელოვანესი ბრენდია და ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი და სასიხარულოა ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება” -  აღნიშნა Adidas- ის   აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ გულდენმა.

ორშაბათის. გარიგება წინ გადადგმული ნაბიჯია და წინა გარიგებასთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, რომელიც 750 მილიონ ფუტს შეადგენდა. მსგავსი კომერციული გარიგებები შეიძლება იყოს მომგებიანი სპორტული გუნდებისთვის, რადგან მათი საერთაშორისო მიმზიდველობა იზრდება და მოდური ტანსაცმლის გაყიდვა ხდება დამატებითი შემოსავლის წყარო.