ლუდის მწარმოებელმა კომპანია Anheuser-Busch InBev-მა (AB InBev) 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 14%-ით გაზარდა, თუმცა შემოსავლების 2%-იანი კლება დააფიქსირა. ანგარიშის გამოქვეყნებამ კომპანიის კოტირებების ვარდნა გამოიწვია.

აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ 1.67 მილიარდი აშშ დოლარი ანუ 84 ცენტი აქციაზე შეადგინა, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 1.47 მილიარდ აშშ დოლარს ანუ 73 ცენტს შეადგენდა. ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, მოგებამ აქციაზე 98 ცენტი შეადგინა.

შემოსავალი წინა წლის 15.33 მილიარდი დოლარიდან 15 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

AB InBev-ის აქციები ბრიუსელის ვაჭრობაზე 9.5%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 9%-ით გაიზარდა და 115.3 მილიარდ ევროს მიაღწია.

ვრცლად interfax – ზე