ყველაზე დიდი საკრუიზო გემი

როდესაც პირველ მოგზაურობას შეასრულებს ლაინერი სახელად Icon of the Seas  მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი იქნება. 

მისი სიგრძე 365 მეტრია, რაც 35 ავტობუსის სიგრძეს უდრის და  250 800 ტონას იწონის. საკრუიზო ლაინერს 20 გემბანი აქვს და 10 000-მდე ადამიანს იტევს.

ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი 

გემი სახელად MSC LORETO მსოფლიოში უმსხვილესი საკონტეინერო ლაინერია. მისი სიგრძე დაახლოებით 400მ,  სიგანე - 61.3 მ და სიმაღლე - 33.5 მ-ია. მისი გემბანის ფართობი დაახლოებით 24 000 კვ.მ-ს შეადგენს, რომელზედაც 24 346 კონტეინერი ეტევა.

მსოფლიოს უდიდესი იახტა

იახტა სახელწოდებით Azzam მსოფლიოში ყველაზე გრძელი იახტაა. მისი სიგრძე 180,65 მ-ია. 

მწარმოებელი ქარხანა Lürssen, მას ფუფუნების იახტას უწოდებს. მისი ღირებულება $600 მილიონია და ის აბუ დაბის ემირს, მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ეკუთვნის.

სამეფო საზღვაო ძალების უდიდესი გემი

HMS Queen Elizabeth არის ყველაზე დიდი გემი, რომელიც სამეფო საზღვაო ძალებისთვის აშენდა. გემბანის სიგრძე 280 მეტრია და სიგანე 70 მეტრი - რაც ფეხბურთის სამი მოედნის ტოლია. გემი 65 000 ტონას იწონის, რაც  დაახლოებით 16 000 სპილოს წონას უდრის. მას 40 სამხედრო თვითმფრინავის გადაყვანა შეუძლია. ის ასევე აღჭურვილია ხუთი სპორტული დარბაზითა და სამედიცინო ცენტრით.

ყველაზე გრძელი ნავი მსოფლიოში 

2019 წელს კამბოჯაში ყველაზე გრძელი „დრაკონის ნავი“ აშენდა, რომლის სიგრძე 87,3 მეტრია, რაც თავისუფლების ქანდაკების სიმაღლის ტოლია.

დრაკონის ნავი მსოფლიოში უდიდესი ნიჩბიანი ნავია, რომელსაც ჩინეთში დღესასწაულსაც კი უძღვნიან. იგი ტრადიციულად არის მოჩუქურთმებული და ბოლოში დრაკონის თავი აქვს. ის გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი როგორც ყველაზე გრძელი დრაკონის ნავი მსოფლიოში.