სატარიფო და საექსპორტო შეთანხმების გახანგრძლივება - განხილვის მთავარი თემა იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე. მოლაპარაკებები 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ორი ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ არსებული დროებითი გარიგება კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება. ქვეყნების წარმომადგენლებმა შეთანხმდნენ, რომ იშვიათი მეტალებით ვაჭრობის გაგრძელებას შეუწყობენ ხელს. ამასთან, საპასუხო ტარიფების მოცულობაც შემცირდება. თუმცა ჩინურ და ამერიკულ მხარეებს საბოლოო სავაჭრო გარიგების დადებაზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონიათ. მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში 12 აგვისტოდან შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი განახლდებოდა.

პროცესი თუ გეგმის მიხედვით წავიდა, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდებიან და დოკუმენტზე ხელმოწერით სავაჭრო ომსაც ოფიციალურად დაასრულებენ.