ოსტინ რასელმა, 28 წლის ავტოტექნოლოგიურმა მაგნატმა, ცნობილი ბიზნეს ჟურნალ Forbes Global Media Holdings-ის 82% შეიძინა.

Bloomberg-ის ცნობით, გარიგება 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გამყიდველი, ჰონგ კონგში დაფუძნებული Integrated Whale Media Investments-ი მის მცირე წილს შეინარჩუნებს.

რასელი Luminar Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2,1 მილიარდი დოლარია. მან შარშან 40,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა .

რასელი გეგმავს Forbes-ის „ვიზიონერი“ გახდეს, მისი პოლიტიკა და მიმართულება განსაზღვროს და არ აპირებს ჩაერთოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ამას გარდა, Forbes ამერიკული მედიის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების ახალი საბჭოს დანიშვნას გეგმავს.

ოსტინ რასელმა Luminar Technologies 2012 წელს, 17 წლის ასაკში დააარსა. თინეიჯერობისას მუშაობდა ფოტონიკისა და ოპტოელექტრონული პროექტებზე, ავითარებდა ლიდერის ახალ ტიპს, რათა უზრუნველეყო უსაფრთხო დამხმარე და ავტონომიური შესაძლებლობები მსუბუქ, სატვირთო მანქანებსა და რობოტ ტაქსებზე.

რასელი ახლა 28 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. Forbes-ის მილიარდერთა სიის მიხედვით, ოსტინ რასელის ქონება 2022 წელს 1,6 მილიარდი დოლარი იყო. 2023 წელს მისი ქონება მილიარდს ქვემოთ დაეცა.