ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებასთან დაკავშირებული პროექტები 2030 წლისთვის მსოფლიოს ელექტროენერგიის მესამედზე მეტს უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგეტიკულ სექტორს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს გლობალური კლიმატის მიზნების მიღწევაში. ამის შესახებ, Rocky Mountain Institute-ის (RMI) ანგარიშზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს.

RMI-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქარისა და მზის პროექტები 2030 წლისთვის, ახლანდელი 12%-დან, მსოფლიოს ელექტროენერგიის მინიმუმ 33%-ს გამოიმუშავებს, რაც შეამცირებს წიაღისეული საწვავის წარმოებას და გააიაფებს ელექტროენერგიას,

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მზის ენერგიის ღირებულება, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე იაფი ფორმაა, $40/MWh-დან დაახლოებით $20/MWh-მდე შემცირდება.

RMI ამერიკული სუფთა ენერგიის არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელმაც ჩაატარა კვლევა Bezos Earth Fund-თან პარტნიორობით. ეს უკანასკნელი შეიქმნა Amazon-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსის მიერ კლიმატის ცვლილების გადაწყვეტილებების დასაფინანსებლად.