სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა თანამდებობიდან ვადამდე წასვლის შესახებ განაცხადა.

ბელგრადში მიმდინარე აქციაზე „სერბეთი, ერთი ოჯახი“, რომელიც პრეზიდენტისა და მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის პოლიტიკის მხარდასაჭერად იმართება, ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობიდან მალე წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

„ეს ჩემთვის ბოლო შემთხვევაა, როცა ასეთი რაოდენობის ადამიანების წინაშე პრეზიდენტის რანგში გამოვდივარ. 14 წლის განმავლობაში ერთგულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ყველა თანამდებობაზე. გეუბნებოდნენ, რომ მე არასდროს დავტოვებდი პრეზიდენტის პოსტს, მაგრამ ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

ამასთან, ვუჩიჩის საპრეზიდენტო ვადა მხოლოდ 2027 წლის გაზაფხულზე იწურება. ვადამდე გადადგომის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, არჩევნები 90 დღეში უნდა ჩატარდეს. მანამდე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთში საპარლამენტო არჩევნები სექტემბრის ბოლოსა და ნოემბრის შუა პერიოდს შორის გაიმართება.

ვადამდელი არჩევნების ჩატარებას სერბეთში სტუდენტები და ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვენ. პროტესტი ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე გადახურვა ჩამოინგრა.