2024 წელს მსოფლიო კინოთეატრების სალაროებში ფილმების ბილეთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით $32.3 მილიარდს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით ($33.9 მილიარდი) 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსი ანიმაციურმა კინოსურათმა Inside Out 2-მა დაიმსახურა, რომლის პრემიერაც 10 ივნისს შედგა. Box Office Mojo-ს მონაცემებით, მისმა გლობალურმა შემოსავალმა თითქმის $1.7 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, Inside Out 2-ის ბიუჯეტი $200 მილიონია.
გარდა ამისა, Inside Out 2 ამერიკული ანიმაციური სტუდია Pixar-ის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსსაც დაეუფლა. მან 2018 წელს გამოსული ანიმაციის, Incredibles 2-ის შედეგი გააუმჯობესა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელის გლობალური შემოსავალი $1.24 მილიარდს აჭარბებს. ამ ყველაფერთან ერთად, Inside Out 2 ყველა დროის მე-8 ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.
ვრცლად forbes.ge - ზე