2023 წელი ტექნოლოგიური სექტორისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნულ სექტორში სამსახურის დაკარგვის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. Marketwatch.com - ის ინფორმაციით მიმდინარე წელს სამსახური 200 000-მა ტექნიკურმა თანამშრომელმა დაკარგა.

თანამშრომლების ეს რაოდენობა 718 -მა კომპანიამ გაათავისუფლა ამ კომპანიებს შორის არიან Amazon, Palantir, Twilio, DocuSign, Salesforce, CAP, Zoom Video Communications, Ebay, Dell, PayPal, IBM, Intel, Microsoft, Spotify, Google და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები. 2018 წელს ტექნოლოგიური გიგანტების მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა მხოლოდ 1024 -ს შეადგენდა.

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Alibaba Group Holding-მა გასულ კვირას თანამშრომლების 7%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა, კადრების შემცირების საბოლოო ეტაპზეა Facebook და მისი მფლობელი კომპანია Meta- ცუკერბერგის გადაწყვეტილებით 2023 წლის ბოლომდე 21 000 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.