ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედია პლატფორმის Bloomberg-ის სამოგზაურო მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ მინის შეხვდა. საუბარი შეეხო მარკეტინგულ კამპანიებს მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე.

საქართველოს ცნობადობის გაზრდილის შესახებ გასამართ აქტივობებზე საუბრობს Bloomberg-ის წარმომადგენელი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან 2025 წლის სტრატეგია განვიხილეთ. ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გლობალურად როგორ მოვიზიდოთ მოგზაურები საქართველოში და მათ აღვუძრათ ნდობა და სურვილი, რომ იმოგზაურონ საქართველოში“-აცხადებს დევიდ მინი.

ITB Berlin-ის 3 დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კომპანიასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.