ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებთან სანიტარიული კვანძების მოწყობა იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის ბაზრის კვლევას აცხადებს.

„შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება.

საზოგადოებრივი ტუალეტის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, სამშენებლო და აღჭურვის სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 100 ლოკაციაზე“, - აღნიშნულია ბაზრის კვლევაში.

ტურისტულ ადგილებში ტუალეტების მოწყობა იგეგმება

ტექნიკური დავალების დოკუმენტების თანახმად, პროექტირებისას გასათვალისწინებელი შემდეგი ძირითადი მოთხოვნები:

  • 100 ლოკაციების იდენტიფიცირება თითოეული ლოკაციისთვის განკუთვნილი ვიზუალი შერწყმული უნდა იყოს ლანდშაფტთან და მიმდებარე განაშენიანებასთან.
  • სტანდარტული სანიტარული კვანძის სრული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებულ იქნება სივრცეები მამაკაცებისა და ქალებისათვის, მათ შორის შშმ პირებზე ადაპტირებული სივრცეებით.
  • სანიტარული კვანძის თანმდევი ინფრასტრუქტურის სრული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შემუშავება.
  • სან. კვანძის იატაკების, კედლების და ჭერის მოპირკეთება ადვილად რეცხვადი მასალით.
  • უკონტაქტო სენსორები.

დაინტერესებულმა პირებმა ფონს წინადადებები 15 აგვისტომდე უნდა წარუდგინოს.

bpn.ge