"წელს სადღაც 28-32%-ით ნამატი გვაქვს ფასებში და 78%-იანი დატვირთულობიდან 98%-მდე ავედით" ,- ამის შესახებ სასტუმროებია სტრატეგიული მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა მაია მურაჩაშვილმა "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრას" გადქცემაში " საქმე" გუდაურში მიმდინარე სეზონზე სასუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი წლის პერიოდი კურორორტზე მუდმივად დატვირთულია, თუმცა წლევანდელმა დატვირთულობამ შარშანდელს გადააჭარბა. რაც, მაია მურაჩაშვილის შეფასებით, უცხოელ ვიზიტორებში გუდაურის ცნობადობის გაზრდას უკავშირდება.

"წლევანდელ წელს მატება არის როგორც ფასების, ისე დატვირთულობის მხრივ. დატვირთულობით, ახალ წელებზე ყველა კარგად მუშაობს და ახალი წლების პერიოდი ჩავთვალოთ, რომ გუდაურში 100%-ით ყველა დატვირთულია. ესე იყო შარშანაც და წელსაც. მაგრამ, როგორი იყო დეკემბერი და როგორია იანვარი, აქედან უფრო ვაკეთებთ ხოლმე ანალიზს, წინა წელთან შედარებით.

დეკემბრის და იანვრის მონაცემებით, წინა წელათან შედარებით, აშკარად ზრდაა. ეს არის ჩვენი სასტუმროს მონაცემი, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენ ვუყურებთ ჩვენს კოლეგებს და კონკურენტებსაც და მათ ფასებსაც ვიკვლევთ. ფასი განაპირობა მოთხოვნის ზრდამ. ჩვენ ვიკვლევთ ერთმანეთის ფასებს, მაგრამ ზოგადად, რეგიონი იკვლევს კიდევ კონკურენტი ქვეყნების ფასებს. როდესაც ვხედავთ, რომ კონკურენტ ქვეყნებში ფასებმა მოიმატა, დატვირთულობამ მოიმატა და ალტერნატიული საშუალება არის, რომ ჩვენთან გადმოვიდნენ ( დავუშვათ, ალპების შემდეგ იფიქრონ სად წვიდნენ, ეს არის რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი თუ საქართველო). გუდაური საკმაოდ კარგად პიარდება, პოპულარიზაცია კარგად ჩაუტარდა. თან, გვახსოვს, რომ რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის ტურნირი გაიმართა. ცნობადობა გაიზარდა, ამან გამოიწვია მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, წლევანდელ წელს დაახლოებით 28-32%-ით ნამატი გვაქვს ფასებში და ( ჩვენ ისედაც დატვირთულები ვიყავით) 76-78% დატვირთულობიდან 98%-მდე ავედით. ანუ საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს.

იანვარსაც რასაც ვუყურებთ, გაცილებით უკეთესის მოლოდინი გვაქვს. მითუმეტეს, რომ კიდევ დაგვრჩა ოთახები გასაყიდი და რაღაც ამოვასებია, თუმცა, წელს უკვე იმაზე უკეთესად ვართ, ვიდრე შარშან იანვარი რომ დაიხურა. ამ კუთხით კარგად მივდივართ", - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი