ტრადიციული საკვების მსოფლიოში ავტორიტეტული ონლაინ გზამკვლევი Tasteatlas-ი პასტების და სოუსების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც 21-ე ადგილზე ქართული აჯიკა მოხვდა.
გამოცემა წერს, რომ აჯიკა ცხელი და პიკანტური ქართული პასტაა, რომელიც მზადდება ცხარე წიწაკით, ნივრით, ნიგვზით, ახალი მწვანილითა და სანელებლებით, როგორიცაა ქინძი, რეჰანი, კამა და ყვითელი ყვავილით. ის ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც არომატიზატორი სხვადასხვა ხორცისა და თევზის კერძებისთვის, თუმცა ის ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცხარე საწებელა. აჯიკა ჩვეულებრივ წითელი ფერისაა, მაგრამ ის შეიძლება იყოს მწვანეც, თუ მომზადებულია მწვანე წიწაკით.
50-ეულში მოხვდა ასევე ისპანახის მხალი, რომელსაც რეიტინგში 41-ე ადგილი უჭირავს.