რამდენად შეესაბამება მთის კურორტებზე არსებული ფასები სერვისის ხარისხს - შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ მხრივ სრულიად დისონანსური რეალობაა.

„სრულიად დისონანსური რეალობა გვაქვს. ამის „გამართლება“ შეიძლება იყოს ის, რომ ზამთრის საკურორტო სეზონი მცირე ვადითაა და ბიზნესი ცდილობს ჩადებული თანხა 3 თვეში ამოიღოს.

ზამთრის კურორტზე ჩასულ ადამიანს გააზრებული აქვს, რომ  მთაში დასვენება ყველგან ძვირადღირებულია, მაგრამ ამ ფასებთან მიმართებაში შესაბამისი სერვისი და ინფრასტრუქტურა უნდა გვქონდეს. ჩვენი ბუნებრივი პირობების გამო შეგვიძლია რომ მაღალფასიანი კურორტები გვქონდეს და მაღალმხარჯველ უნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ.“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.