Touch.point საქართველოში უკვე 6 წელია საერთაშორისო კონფერენციას მართავს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის: მარკეტინგის, პროდუქტის, სოც-მედიის, ქონთენთის, კრეატიული სააგენტოს მენეჯერებისთვის, პროდუქტის ინჟინრებისთვის, ტექ-მეწარმეებისა და სხვ. პროფესიებს წარმომადგენლებისთვის.
ფესტივალის მთავარი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების ცოდნის ამაღლება.
ფესტივალი აუდიტორიას საინტერესო ინტერაქციებითა და დისკუსიებით სავსე დღეს ჰპირდება.
უკვე ცნობილია პირველი სპიკერები:
- ოკსანა ვალენტელის - “TikTok”-ის კრეატიული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი
- ენდი ჩაილდსი - “Meta”-ს ბიზნეს-სტრატეგი გერმანია
- აიშა ხანი - “NIKE”-ს კრეატიული სტუდიის კრეატიული ბრენდინგის ხელმძღვანელი, იაპონია
- ერიკ შმალინი - “Media.Monks”-ის გლობალური მედიის ხელმძღვანელი, 2 “EMMY”-ის მფლობელი, აშშ
- პავლო კუზნეცოვი - “ Smartly.io”-ს უფროსი პროდუქტის მენეჯერი, ფინეთი
ფესტივალზე 10 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებას ჯამში 25-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი ეყოლება. გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, საღამოს წვეულება და ა.შ.
ფესტივალის მთავარი თემებია:
- მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი
- მარკეტინგის ავტომატიზების ხელსაწყოები
- ბრენდი და კულტურა
- მომხმარებლის ქცევა
- ციფრული ქონთენთი და “სთორითელინგი”
- მარკეტინგი მეტავერსი
ყველა დამსწრეს საშუალება ექნება ხელოვნური ინტელექტის AI გამოყენებით მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. გამორჩეული ნამუშევრების ავტორები ღონისძიების პარტნიორებისგან საინტერესო ჯილდოებს მიიღებენ.
ფესტივალის პარტნიორები არიან: „აჭარაჯგუფი”, „დ-ბლოკი”, „კეტარის ფონდი”, „სელფი”, „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, „ევიდო”, „ალტა”, „ნოქსტონი”, „ბრიდი”, „ლოვენბრაუ”, „ბორჯომი”