პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები - ტურისტული გიდები, ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები/ტურაგენტები ვალდებულები იქნებიან დარეგისტრირდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში.  

კანონპროექტში სანქციების ნაწილიც იცვლება, კერძოდ, თუ გიდს შესაბამისი სერტიფიკატი არ ექნება, 500-დან 6 000 ლარამდე დაჯარიმდება.

„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Diverse Travel-ის დამფუძნებელი ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ რეგულაციების მიღება აუცილებელი იყო სექტორისთვის. მისივე თქმით, ამ ცვლილებები სექტორში წლების განმავლობაში არსებული ქაოსი დარეგულირდება.

„ეს იყო აუცილებელი რეგულაციები და ვფიქრობ დაგვიანებულიც. ვფიქრობ ამით ტურისტულ სექტორში დარეგულირდება ძალიან დიდი ქაოსი, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა.  ჩვენ ტურისტული კომპანიები იძულებულნი გავხდებით ავიყვანოთ ლიცენზირებული გიდები და ვატაროთ ტურებზე ისინი, რათა არ დავჯარიმდეთ.

ეს რეგულაცია ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს გამომდინარე იქიდან, რომ სფეროში მუშაობდნენ კვალიფიციური კადრები.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ტურისტულ მიმართულებებზე, რომელიც ფიზიკურ აქტივობასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, სამთო-სათხილამურო გიდებს, სალაშქრო გიდებს, ჯომარდობის გიდებს და ასე შემდეგ“, - განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ.