2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 15.0%-იანი წილით. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (256.8 ათასი), თურქეთის (216.4 ათასი) და სომხეთის (182.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.

„2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2.0-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საერთაშორისო ვიზიტორების 79.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 15.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ვიზიტორების უმრავლესობა, 50.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 34.2 პროცენტს შეადგენდა“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მონაცემებში.