„ევროპელები ბიზნეს ინტერესებით მაინც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი მაინც არის,მიუხედავად არსებული სიტუაციისა“, - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ტყემალაძემ, გადაცემა "აგრო სიახლეებს"  განუცხადა და მაგალითად მისი გერმანელებთან ბოლოდროინდელი შეხვედრა დაასახელა. მისი შეფასებით ევროპელების კულტურა ბევრ სიკეთეს მოუტანს საქართველოს, ფინანსურადაც და მენტალურადაც. 

„გერმანელები მყავს სტუმრად. რამდენიმე დღეა, თითქმის, ერთი კვირაა, აქ არიან. მათ დემოსტრაციები, საპროტესტო აქციები არ უკვირთ. რადგან ჩვენთან ჩამოსვლა სურთ, ესე იგი, მაინც დადებითს ხედავენ ჩვენში, მიუხედავად ამ არეულობისა, რაც ქუჩებში ხდება. ზოგადად, ევროპელი სტუმრები ქვეყნისთვის მრავალმხრივ სარგებლიანია. გერმანელები, ავსტრიელები თუ შემოვლენ და აქ ბიზნესს დაიწყებენ, იქნება ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მათ სულ სხვა კულტურა აქვთ, არიან შრომისმოყვარეები და წესრიგის მოყვარულები, განსხვავებით, მომთაბარე ტომებისგან, რომლებიც ბოლო დროს ძალიან გამრავლდა ჩვენს ქვეყანაში" - ამბობს ტყემელაძე "აგრო სიახლეებთან" და დასძენს, რომ სათავგადასავლო ტუროზმთან, სამონადირეო მეურნეობებთან, დაკავშირებულ  საინვესტიციო შესაძლებლობებს ყველა სტუმარს აცნობს. ინტერესი მაღალია, თუმცა, ჯერ რამე ტიპის საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა. 

ხოლო "ბიზნესპრესნიუსითან" პოლიტიკურ შეფასებებსაც აკეთებს. მისი მტკიცებით, დიპლომატიით, რეგიონში საქართველოს როლი უნდა გაძლიერდეს.

"ჩვენ ვართ გზაჯვარედინზე. შეხედეთ ჩვენს რეგიონს, რამდენი ქვეყნის ინტერესებია და რამხელა ქვეყნების ინტერესებია. ამათგან ყველაზე მეტი ინტერესი, რა თქმა უნდა, რუსეთს, თურქეთს, ირანს აქვს. ამათთლან ურთუერთობა უნდა დავალაგოთ, სხვანაირად არ გამოვა და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. სხვბა ამას ვერ გაგვიკეთებს. ამერიკა ვერ დაგვილაგებს ურთიერტობას მეზობლებთან, ვერც - ევროკავშირი. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა ავაშენოთ. ყველას თავისი ინტერესი აქვს და საკუთარი ინტერესი უნდა დაიცვა ქვეყანამ" - ამბობს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი და თავს აპოლიტიკურად მიიჩნევს.