„კომერსანტის“ ტრადიციულ რუბრიკაში „რესტორატორები”, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ მთავრობის 2024 წლის ტურისტულ სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი თქმით , ტურიზმიდან 6.6 მლრდ დოლარამდე შემოსავლის მოლოდინი სექტორის წარმომადგენლების სწორი მუშაობის შედეგია.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის აუცილებელია, საქართველო  ისტორიულ პოლიტიკურ კურსს- ევროინტეგრაციას დაუბრუნდეს.

„ის, წლები, როცა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ჩვენი სექტორის განვითარებისთვის ვიმუშავეთ, ზუსტად იმ შესაძლებლობებს მოიცავდა, რა ციფრებიც სამთავრობო გუნდა წარმოადგინა, რომ წელს  ტურიზმიდან 6.6 მლრდ დოლარამდე შემოსავალს ელოდებიან.

თუმცა, უნდა წარმოვიდგინოთ, ამ პოლიტიკური დაძაბულობის დროს ჩვენ რომელ მხარეს აღმოვჩნდებით. როცა სსრკ არსებობდა, ვიღაცებისთვის საინტერესო ისიც იყო და ჩამოდიოდა, მაგრამ ეს ტურიზმი არ იყო. ამ დროს ტურიზმი დასავლეთ ევროპის მიმართულებით ყვაოდა. ამ ვითარებაში ჩვენთვის საინტერესო მხარჯველუნარიანი ტურისტია, რომელიც ძირითადად ევროპიდან არის. სწორედ ამ შესაძლებლობას ჩვენ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით დიდი კითხვით ნიშნით ვუყურებთ. 

თუ ევროპული კურსისკენ სრულად არ მივბრუნდით, პერსპექტივაში რამე დადებითის დანახვა რთულია. რაც შეეხება ჩანაცვლებას, თუ დასავლეთ ევროპელი არა, სხვა ქვეყნის ტურისტები გვეყოლებაო, ბუნდოვანია. ვინმე აკავებდა ამ სხვა ქვეყნის ტურისტებს? თუ აქამდე არ ჩამოდიოდნენ ნიშნავს, რომ შესაბამისი სამუშაოები არ იყო გაწეული ამ ქვეყნებისთვის და მათთვის საინტერესო არ ვყოფილვართ. ასე უცებ ინტერესს ვერ შექმნი.  ქვეყნის მიმართ ინტერესი ყალიბდება ტურისტების გამოხმაურებით, შექმნილი გამოცდილებით. პირდაპირი ფრენების მიღებას წლები და უამრავი სწორი ნაბიჯის გადადგმა დასჭირდა , ქუთაისში, ბათუმში და თბილისში იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო იყო, თუ ეს ფრენები შენელდება, ვერც ავიაკომპანიები გადავლენ ახალ მიმართულებებზე. ეს სისტემა თავიდან ძალიან რთული ასაწყობი იქნება“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.