ბუკინგემის სასახლეში უცხოელი ოფიციალური პირების ვიზიტები 2027 წლამდე შეწყდება. მიზეზი ბრიტანელი მონარქების ლონდონის რეზიდენციის დაგეგმილი რეკონსტრუქციაა.
The Times-ის ცნობით, შენობის შეკეთების ღირებულება დაახლოებით 462 მილიონი დოლარია. რეაბილიტაციის დასრულებამდე სახელმწიფო ღონისძიებები უინძორის სასახლეში ჩატარდება.
კატარის ემირი იქნება ბოლო უცხოელი ლიდერი, რომელსაც ბუკინგემის სასახლე მიიღებს. ის ლონდონში დეკემბერში ჩავა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზანში ყოფილი დაცვის სახლის შენობა, რომელიც ყაზანის კრემლის კომპლექსის ნაწილია, გარემონტდება.