khaleej times-ის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, სომხეთში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები სომხეთში ჩასულ ვიზიტორებს შორის მეხუთე ადგილზე არიან. 

„ემირატის მაცხოვრებლებს იზიდავთ თავგადასავალი და სიმშვიდე, რომელსაც სომხეთი გვპირდება ზაფხულის თვეებში, მთის სცენური ბილიკების შესწავლიდან, ქვეყნის ცოცხალი კულინარიული სცენის შესწავლამდე. იქნება ეს მთებში მოთავსებული უძველესი მონასტრების აღმოჩენა თუ უბრალოდ გრილი ამინდით ტკბობა. სომხეთი  იდეალური საზაფხულო ადგილია მათთვის, ვინც უდაბნოს სიცხისგან დასვენებას ცდილობს,“- განაცხადა სომხური ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სისიან ბოღოსიანმა.

ცნობისთვის, 2023 წელს სომხეთში 2 მილიონ 300 ათასი ტურისტი ჩამოვიდა. ტურისტების 50% რუსეთიდან ჩავიდაა, მეორე და მესამე ადგილზე კი საქართველო და ირანი არიან. ეკონომიკის მინისტრის თქმით, თითოეული ტურისტი ქვეყანაში დაახლოებით 1200 დოლარს ხარჯავს.