„მგზავრები ჯგუფში“ ფიქრობენ, რომ საქართველოს კურორტებზე არსებული განაშენიანება ქვეყანას მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას უკარგავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დავით ცერცვაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ჭარბი მიწოდება ფასს აგდებს, რაც დაბალ და საშუალო სეგმენტის ტურისტის შემოსვლას განაპირობებს.
კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბიზნესმა სახელმწიფოსთან ერთად მაღალი კლასის პროექტების და ინფრასტრუქტურის შექმნაზე უნდა იმუშაოს.
„აპარტამენტების მიწოდების მხრივ რაც ხდება კურორტებზე მე უკვე დიდი ხანია აღარ მომწონს. არ მომწონს იმიტომ, რომ ეს იწვევს ფასების კლებას, სასტუმროებს უჭირთ მუშაობა. იმდენად დიდია მიწოდება, რომ ჩვენ ვკარგავთ პრემიუმ კლასის კლიენტს. ჭარბი მიწოდება იწვევს დაბალ ფასებს, დაბალი ფასები კი კურორტის კლასს აგდებს.
რატომ ვაკეთებთ ამას და იმიტომ, რომ დეველოპერებისთვის ეს პირველივე ეტაპზე არის ფულის შოვნის საშუალება, განსაკუთრებით ბათუმში, ზე გადაჭარბებულია მიწოდება სეზონზე. მივიღეთ ის, რომ 70% გავყიდეთ რუსებზე. შიდა ქსელები აქვთ მათ, შემდეგ ერთმანეთისგან ქირაობენ. სწორი განვითარების შემთხვევაში თუ უნდა შემოსულიყო 100 ლარი და ქვეყანაში დარჩენილიყო 35%, ახლა რჩება 5%. თავიანთი რესტორნებში ჭამენ და ა.შ.
გენერალური გეგმა უნდა გვქონოდა, სადაც გადაჭარბებული იყო მიწოდება, იქ უნდა აიკრძალოს ნებართვების გაცემა. სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ. ჩემი აზრია, რომ მაგალითად ბაკურიანში უკვე შეიძლება განვითარდეთ კოტეჯების მხრივ.
ჩვენ არ ვაკეთებთ ისეთ პროექტს რაც ჩვენ თვითონ არ მოგვწონს. გადავდეთ თბილისთან ალხოს და დავიწყეთ მაღალი კლასის ინფრასტრუქტურის და სახლების მოწყობა. მგონია რომ ეს უნდა განვითარდეს, მარტო საგურამოში ერთი 10 კომპანია ვიცი მსგავსი. ასე შეიძლება განვითარდეს სხვა კურორტებიც.
მარტო ბუნებრივი სილამაზე რომ ავიღოთ, გვაქვს პოტენციალი რომ ვიყოთ პრემიუმ კლასის დამსვენებლის მიმღები ქვეყანა, ხელი უნდა შევუწყოთ მაღალი კლასის ობიექტების შექმნას. საბანკო სისტემაც და მთავრობაც ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ჩვენი საგურამოს პროექტი მინიმუმ 2 წელი გაგრძელდება, მოზიდული ინვესტიცია 15 მლნ-ის იქნება. შატოში რაც დაწყებულია ეს მლნ ლარამდეა. აქამდე არ გვეშინოდა, ქვეყანა წინ მიდიოდა და რისკსაც მეტს ვიღებდით, ახლა ვეღარ ვდგამთ თამამ ნაბიჯებს.“ - განაცხადა ცერცვაძემ.