ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გათვლებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად 6.6 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს.

ამავე ცნობით, ჩვენი ქვეყანა 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს, რაც 2019 წლის მაჩვენებლებს 35%-ით გადააჭარბებს. 

2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, რომლებიც სულ 40 მიმართულებით ოპერირებდა.

2023 წლის ნოემბრისთვის, საქართველოში ფრენებს ახორციელებს 50 ავიაკომპანია 67 მიმართულებით.

2024 წლიდან:

დაიწყება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება;

იწყება თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომლის გამტარუნარიანობაც წელიწადში 50 000-მდე მგზავრი იქნება;

ქუთაისის აეროპორტში აშენდება 3.5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახურება.