Xiaomi Mijia Smart Audio Glasses „ჭკვიანი" სათვალის გაყიდვას იწყებს. გარეგნულად, ის ჩვეულებრივისგან არ განსხვავდება, მაგრამ ჩარჩოში ხმის გამაძლიერებლებია ჩაშენებული და ხმა მხოლოდ მფლობელს ესმის. ზარების განსახორციელებლად ან მუსიკის მოსასმენად მისი დაკავშირება სმარტფონთან Bluetooth-ის საშუალებითაა შესაძლებელი.

Xiaomi-მ „ჭკვიანი“ სათვალის ფასი 799 იუანი (დაახლოებით 112 დოლარია).

„ჭკვიანი“ სათვალის კორპუსი დაცულია წყლისა და მტვრისგან IP54 სტანდარტის მიხედვით, ხოლო მინა შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან მზისგან დამცავი. არსებობს ორ მოწყობილობასთან ერთდროული დაწყვილების და ზარის დროს ხმაურის შემცირების ფუნქცია. სრული დატევის შემთხვევაში შესაძლებელია 7 საათი საუბრის ან 10 საათის მუსიკის მოსმენა.

სენსორები ორივე მხარეს 30 მმ-ზეა, რაც საშუალებას გაძლევთ მართოთ მოწყობილობა ორივე ხელით. გარდა ამისა, Mijia „ჭკვიანი“ აუდიო სათვალეს აქვს მრავალი ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერა. აქსესუარის 5 ვერსიაა ხელმისაწვდომი სხვადასხვა ჩარჩოებით.

ახალი სათვალე ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთის ბაზარზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მალე ის ისეთ სავაჭრო პლატფორმებზეც მოიძებნება, როგორიცაა AliExpress.