უკრაინაში, ევროპაში პირველად, სასწავლო დაწესებულება 3D პრინტერის გამოყენებით შენდება.
მშენებლობა ქალაქ ლვოვში 1 თვის წინ დაიწყო. 3D პრინტერის ტექნოლოგიით უკვე მოქმედი სკოლის ახალი კორპუსი შენდება, რომელიც 100 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მიხაილ ფიოდოროვის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა უფრო მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული რესურსები და შემცირდეს მასალის ღირებულება. 3D პრინტერის რობოტის მუშაობისთვის მხოლოდ სამკაციანი გუნდია საჭირო.
მინისტრის თქმით, ეს ტექნოლოგია სასწავლო დაწესებულების მშენებლობისთვის პირველად გამოიყენება. ახალი კორპუსის ფართობი 500 კვ. მეტრია და ის მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა იქნება, რომელიც 3D პრინტერის გამოყენებით აშენდება. ასეთი კონსტრუქცია 20%-ით იაფი და 10-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციული მშენებლობა.