„უკრაინა წელს 7 მილიონ დრონს დაამზადებს. ისინი უკვე ყოველდღიურად 10,000 ერთეულ სხვადასხვა მოდიფიკაციის დრონს უშვებენ რუსეთის წინააღმდეგ: როგორც კამიკაძე-დრონებს, ისე ბომბდამშენ და სადაზვერვო დრონებს.” - ამის შესახებ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ის ყოფილი დირექტორი, გენერალი დევიდ პეტრეუსი იუწყება.
მისივე თქმით, ამერიკა წელიწადში 400,000 ერთეული დრონის წარმოებას ახერხებს.
“ჩვენ ( ამერიკელები) სავარაუდოდ, წელიწადში 400,000-ს ვაწარმოებთ. უკრაინელები მათ ბევრად დიდი რაოდენობით და გაცილებით მაღალი ხარისხით აწარმოებენ.“ - ამბობს პეტრეუსი.
წყარო: ალფა სიხშირე / alpha frequency