უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს კაპიტალიზაციამ $4.5 ტრილიონს გადააჭარბა და ამჟამად $4.6-იან ნიშნულს უახლოვდება. ამას განსაკუთრებულად ხელი უკონკურენტო AI ჩიპების წარმოებამ და დატა ცენტრების მფლობელი კომპანიების მხრიდან მოთხოვნის არნახულმა ზრდამ შეუწყო.

ბოლო თვეებში Nvidia-მ არაერთი უმნიშვნელოვანესი შეთანხმება გააფორმა, მათ შორის, OpenAI-სთან, რომლის მოცულობაც $100 მილიარდს შეადგენს. ამჟამად Nvidia სწრაფად მზარდი AI ბაზრის უპირობო ლიდერია და მისი დამკვეთები არამარტო კომპანიები, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობებიც არიან.

Nvidia-ს მიერ შექმნილი გრაფიკული პროცესორები AI მოდელების განვითარებისთვის დღემდე აქტიურად გამოიყენება. ანალიტიკოსების შეფასებით, კაპიტალიზაციის $4.5-ტრილიონიან ნიშნულამდე მიღწევას სწორედ მსხვილი მოთამაშეების Nvidia-ზე დამოკიდებულება უწყობს ხელს. იზრდება დამოკიდებულება და პარალელურად იზრდება კომპანიისადმი ინვესტორების ნდობაც, რაზე მნიშვნელოვანიც საფონდო ბირჟებზე, ცხადია, არაფერია. ცნობისთვის, ამჟამად Nvidia-ს ერთი აქციის ფასი $188 დოლარს შეადგენს.

bm.ge