თანამედროვე სამყარო პროფესიების უზარმაზარი ევოლუციის შემსწრეა. პროფესიებს ყველა ეპოქაში წარმოშობს საზოგადოების საჭიროებები და მოთხოვნები. დღევანდელი პროფესიებიც თანამედროვე სამყაროს მრავალფეროვნების ასახვაა.
ცხოვრების ყველა სფეროში ტექნოლოგიის მზარდი როლისა და გლობალური ეკონომიკის ცვალებადი მოთხოვნების გამო ბევრი ტრადიციული პროფესია ნაკლებად აქტუალური ხდება, გაჩნდა ახალი საქმიანობის სფეროები და ახალი პროფესიები. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ დღეის ყველაზე მოთხოვნად და შემოსავლიან პროფესიებს.
1. მონაცემთა ანალიტიკოსი
მონაცემთა ანალიზი (Data Analis) თანამედროვე ეკონომიკისთვისა და ბიზნესისასთვის მნიშვნელოვანი გახდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე დიდი კომპანიები და სახელმწიფოები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად მონაცემთა ანალიტიკოსებზე დღეს დიდი მოთხოვნაა. მონაცემთა ანალიტიკოსი კომპლექსური მონაცემების ანალიზსა და ინტერპრეტაციაზეა პასუხისმგებელი. პროფესიონალურად გაანალიზებული მონაცემები სხვადასხვა ორგანიზაციებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რასაც აქვს გავლენა მოთხოვნაზე. მონაცემთა რაოდენობისა და ანალიტიკური ტექნოლოგიების ზრდის ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესია შეინარჩუნებს აქტუალობას.
2. პროგრამული უზრუნველყოფის „დეველოპერი“
პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი პასუხისმგებელია სხვადასხვა ვებგვერდებისა თუ აპლიკაციების შემუშავებაზე, დიზაინზე, ფუნქციონირებასა და განახლებაზე. კარგი ვებგვერდი და სწორად გათვლილი აპლიკაციები კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეფექტურ ფუნქციონირებაში ეხმარება. დღეისათვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოთხოვნა და დამოკიდებულება ბიზნესის ყველა სფეროში მზარდია. პროგრამული „დეველოპერების“ ინდუსტრია კი ფართოვდება. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამული უზრუნველყოფის „დეველოპერები“ დღეს ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები არიან. მეტიც, ისეთი ახალი ტექნოლოგიების გაჩენამ, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინი, ამ პროფესიაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა.
3. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი პასუხისმგებელია ორგანიზაციის ციფრული სივრცისა და აქტივების დაცვაზე კიბერსაფრთხეებისგან. ამ პროფესიის ადამიანებს ევალებათ ციფრული მონაცემების დაცულობის შეფასება და საჭიროებისამებრ რეაგირება. კიბერუსაფრთხოების ზომები სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, სპეციალისტები მათ უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებლები. თუ ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმა მოხდა, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები შედეგების აღმოფხვრას ახდენენ. იმის გამო, რომ ციფრულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნა და კიბერდანაშაულების რაოდენობა იზრდება, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნაც უკვე დიდია. ამ პროფესიით თანამშრომლები უმნიშვნელოვანესია ყველასთვის სახელმწიფო სტრუქტურებით დაწყებული, მცირე კომპანიებით დამთავრებული.
4. ციფრული მარკეტერი
ციფრული მარკეტინგი დღეს ერთ-ერთ ყველაზე მზარდი სფერო გახდა. შესაბამისად იზრდება ზრდა ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებზე, მარკეტერებზე. სოციალური მედიისა და ონლაინ პლატფორმების განვითარება, და გამოყენების ზრდამ ტრადიციული მარკეტინგი ნაწილობრივ ციფრულით შეცვალა. სულ უფრო მეტი კომპანია ხარჯავს ფულს ტრადიციული რეკლამის ნაცვლად, ონლაინ რეკლამირებაში. ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვანი კომპონენტია არამხოლოდ ბიზნესისთვის, ის დიდ როლს თამაშობს საარჩევნო კამპანიებსა თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებისას. ციფრული მარკეტოლოგები პასუხისმგებელნი არიან მარკეტინგული კამპანიების შემუშავებასა და განხორციელებაზე, რაც ორგანიზაციებს სამიზნე აუდიტორიასთან მიღწევაში ეხმარება. ციფრულმა მარკეტერმა უნდა შექმნას მიმზიდველი შინაარსის კონტენტი, მართოს სოციალური მედია ანგარიშები და ციფრული სარეკლამო კამპანიები.
დასასრულს უნდა ითქვას რომ, თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ახალი და მოთხოვნადი პროფესიები იქმნება. სწორედ ტექნოლოგიების სფეროში ხდება ახალი მოთხოვნების გენერირება. იმისათვის რომ შრომის ბაზარზე დარჩნენ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მზაობა აითვისონ ახალი უნარები, შეიძინონ ახალი ცოდნა და დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომლებიც შესაძლოა გუშინ საერთოდ არ არსებობდა.