SpaceX-მა ტურისტები ფლორიდიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა. ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის ბორტზე ერთ კვირას გაატარებს. ამის შესახებ CNN იტყობინება.

NASA-ს ყოფილი ასტრონავტი Axiom-ის თანამშრომელი, 63 წლის პეგი უიტსონი, ხელმძღვანელობს AX-2-ის ეკიპაჟს და ხდება პირველი ქალი, რომელმაც კერძო კოსმოსური ფრენა შეასრულა.

ეკიპაჟში შედის ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ შოფნერი, ონკოლოგიის მკვლევარი რაიან ბარნავი და ყოფილი სამხედრო მფრინავი ალი ალ-კარნი საუდის არაბეთიდან.

ეკიპაჟი 16 საათს გაატარებს Crew Dragon-ის ბორტზე, სანამ გემი ორბიტულ ლაბორატორიაში შეუერთდება. შემდეგ კოსმოსურ სადგურზე, ეკიპაჟის წევრები, შვიდ ასტრონავტთან ერთად,  დაახლოებით 8 დღის განმავლობაში იმუშავებენ ათობით კვლევით და სამეცნიერო პროექტზე, მათ შორის ბიოსამედიცინო პროექტებზე.