ალბათ, ყველას გახსოვთ ტომ კრუზის კადრი 1996 წლის ფილმიდან შეუსრულებელი მისია, ემოციებით, რომლებიც ჰაერში გამოკიდული კრუზის გამო გვანერვიულებდა… MoniBricks-მა კი გადაწყვიტა, ეს სცენა ლეგოს კუბიკებით გაეცოცხლებინა, დიორამად აქცია და LEGO Ideas-ს წარუდგინა.

ვფიქრობ, ლეგოს განსაკუთრებულ ნაკრებად შეუძლია იქცეს, რადგან ლეგენდარულ ფილმს ეხმიანება და მასში არსებული დეტალები ნებისმიერ ადამიანს გაართობს, რომელსაც მისი შექმნის შესაძლებლობა მიეცემა, — ამბობს MoniBricks.

თუ თქვენც ასე ფიქრობთ, შეგიძლიათ, LEGO Ideas Mission: Impossible-ს მხარი ამ ვებგვერდიდან დაუჭიროთ. თუმცა, სანამ კუბიკებით შექმნილ ტომ კრუზს გაჩვენებთ, მოდით, ლეგენდარული მომენტი ერთად გავიხსენოთ:

ახლა კი დროა, ლეგოს ნაკრებად ქცეული შეუსრულებელი მისიის ცნობილი კადრი უფრო ახლოდან დავათვალიეროთ:

წყარო: marketer.ge