ასტროფიზიკოსების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ას წელიწადში ერთხელ დედამიწა ბნელი მატერიის ზემოქმედების შედეგად 0,015 გრადუსით ხურდება.

მეცნიერების გამოთვლებით, ათას წელიწადში ეს მაჩვენებელი უკვე 0,15 გრადუსს მიაღწევს, მილიონ წელში კი 1,5 გრადუსს და მეტს. ასტროფიზიკოსების კვლევა სამეცნიერო სერვერ arXiv-ზეა გამოქვეყნებული.

რაც შეეხება დედამიწის ბრუნვის სიჩქარეს, მეცნიერების შეფასებით, ას წელიწადში ერთხელ შავი მატერია დღის და ღამის ხანგრძლივობას 12 წამით შეამცირებს.

ამ მონაცემების 4,5 მილიარდ წელიწადზე გადათვლის შემთხვევაში, დღე-ღამე 540 მილიონი წამით ანუ 17 წლით შემცირდება.

მეცნიერების გამოთვლებით, სამყაროს 85% ბნელი მატერიისგან შედგება და ჯერჯერობით ეს ყველაფერია, რაც მასზე ცნობილია.

ცნობისთვის, 2005 წლიდან მსოფლიო ოკეანეების დათბობის ტემპი გაორმაგდა „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახური „კოპერნიკი“ იტყობინება.

ოკეანეების დათბობა ქმნის უფრო ძლიერ და დამანგრეველ შტორმებს და ქარიშხლებს, ასევე არღვევს ეკოსისტემებს და არღვევს ოკეანეში საკვები ნივთიერებების ბალანსს.

ოკეანე სტაბილურად თბება 1960-იანი წლებიდან და დაახლოებით 20 წლის წინ დათბობის მაჩვენებელი გაორმაგდა, ამბობენ ექსპერტები. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ოკეანის დათბობის სიჩქარე კვადრატულ მეტრზე 0,58 ვტ-დან 1,05 ვტ-მდე გაიზარდა.

მიზეზი ის არის, რომ 1970 წლიდან ოკეანეებმა შთანთქა სათბურის გაზების გამოყოფით გამოწვეული ჭარბი სითბოს 90%-ზე მეტი.

ადრე ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა კოპერნიკმა შეაფასა, რომ 2023 წელს დედამიწის ტემპერატურა საშუალოდ 1,52 გრადუსი ცელსიუსით მეტი იყო, ვიდრე პრეინდუსტრიულ პერიოდში, რასაც კლიმატოლოგები გლობალური დათბობის მნიშვნელოვან ზღურბლად მიიჩნევენ. გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სათბურის გაზების ემისიების სწრაფად შემცირებაა.

2050 წლისთვის ევროპაში სათბურის გაზების გამონაბოლქვი იმდენად უნდა შემცირდეს, რომ ყველა მათგანი ბუნებამ შეიწოვოს (მაგ. ხეებმა). ეს მიზანი ევროკავშირმა დაისახა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, რაშიც მთავარი წვლილი სათბურის გაზებს მიუძღვის.

შავ ზღვაში წყალი თბება და წყლის ტემპერატურის მატება შავი ზღვის აკვადორიაში იწვევს ხმელთაშუა ზღვის სახეობების შემოჭრას, რაც შავი ზღვის ეკოსისტემას ანგრევს – ასეთი განაცხადი გააკეთეს თურქმა მკვლევრებმა

მათი ცნობით, 1970-2023 წლებში შავი ზღვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 15,3 გრადუსი იყო, 2023 წელს კი – 16,8 გრადუსი. წყალი თბება წითელ, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებშიც.

კლიმატის ცვლილება და ზღვის ტემპერატურის მატება იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს საზღვაო ეკოსისტემებში, მაგალითად, წითელი ზღვის სახეობები ვრცელდება ხმელთაშუა, მარმარილოსა და შავ ზღვებში. ბიოლოგები და იქთიოლოგები ზღვის ბიომრავალფეროვნების განადგურების რისკებზე საუბრობენ.