საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად იზრდება მათი იმპორტიც ქვეყანაში. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 3 616 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 61 346.4 ათასი დოლარი იყო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სტატისტიკა ასეთია: სულ საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 1 922 ცალი ელექტრომობილი, რომელთა ღირებულებაც 38 286.0 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტი 88%-ითაა გაზრდილი.

საქართველოში ელექტრომობილების მთავარი იმპორტიორი არის აშშ. სწორედ აშშ-ზე მოდის ელექტრომობილების იმპორტის 74%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ელექტრომობილებს ყიდულობს:

  • აშშ - 2 665 ცალი;
  • ჩინეთი - 423 ცალი;
  • იაპონია - 293 ცალი;
  • გერმანია - 85 ცალი;
  • ბელგია - 58 ცალი;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 5 224 ცალი ელექტრომობილის იმპორტი მოახდინა, რომლის საერთო ღირებულებაც 102 265.8 ათასი დოლარი იყო. 

წყარო: businessinsider.ge