გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ (UNCTAD) გამოაქვეყნა 166 ქვეყნის რეიტინგი მწვანე ტექნოლოგიებზე  გადასასვლელად მზადყოფნასთან დაკავშირებით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, რეიტინგის სათავეში არიან - აშშ, შვედეთი, სინგაპური, შვეიცარია და ნიდერლანდები. ათეულშია: კორეა, ფინეთი, გერმანია, ჩინეთი, გერმანია.

საქართველო ამ რეიტინგში 79-ე ადგილზეა, სომხეთი - 78-ზე, აზერბაიჯანი - 96-ზე, რუსეთი - 31-ზე, უკრაინა - 58-ზე.

რეიტინგი ეფუძნება შემდეგ მაჩვენებლებს: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, უნარები, მრეწველობა, კვლევა და განვითარება, ფული.

რეიტინგში ბოლო ხუთი ქვეყანაა: გვინეა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გამბია, გვინეა-ბისაუ და სამხრეთ სუდანი. თითოეული ეს ქვეყანა ხუთივე კატეგორიაში ბოლო ადგილზეა.

„არის აშკარა უფსკრული მაღალშემოსავლიან ქვეყნებსა და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს შორის“, - ხაზგასმულია სტატიაში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის და სუბ-საჰარის აფრიკის ქვეყნები ნაკლებად არიან მზად გამოიყენონ მოწინავე ტექნოლოგიები. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ყველაზე მეტად ემუქრებათ არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების დაკარგვის რისკი.

აღნიშნულია, რომ ჩინეთმა, მიუხედავად მოწინავე ტექნოლოგიების წარმოებისა და დანერგვის უნარისა, რეიტინგში 35-ე ადგილი დაიკავა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს გამოწვეულია ქალაქებსა და სოფლებს შორის ინტერნეტის დაფარვისა და ფართო ზოლოვანი სიჩქარის მნიშვნელოვანი განსხვავებების გამო.