სამსუნგი 2026 წელს სათამაშო მონიტორების ახალი ხაზით ხვდება, Odyssey 3D G90XH-ით, რომელიც პირველია 6K დისპლეით და 3D-ზე წვდომით, სათვალეების გარეშე. 32-ინჩიანი IPS პანელითაა წარმოდგენილი და რეალურ დროში თვალების მონიტორინგს აკეთებს, რათა გამოსახულების სიღრმე და პერსპქტივა თქვენს პოზიციას შეუსაბამოს.
2026 Odyssey 3D განახლებაა იმ მოდელისა, რომელიც სამსუნგმა CES-ზე გასულ წელს შემოგვთავაზა — აქ 27-ინჩიანი დისპლეი და უფრო დაბალი 4K რეზოლუცია გვხვდებოდა. მართალია, აქამდე Asus, Dell და LG-იც გვთავაზობდა 6K მონიტორებს, მაგრამ მათ არ აქვთ Odyssey-ის 3D ეფექტები ან გეიმინგზე ფოკუსი. ამ ეტაპისთვის შერჩეული თამაშები, როგორებიცაა Stellar Blade, Lies of P: Overture და The First Berserker: Khazan სპეციალურად Odyssey 3D-ზეა მორგებული, მაგრამ Black Myth: Wukong, Hogwarts Legacy, Palworld და Silent Hill 2 კვლავ მხარს უჭერს მის 3D ეფექტებს.

6K 3D დისპლეი Samsung-ის პროდუქციის ხაზში ერთადერთი მნიშვნელოვანი განახლება არ გახლავთ — კომპანია Odyssey G6 G60H-ს უშვებს, როგორც თავად აღწერენ, „მსოფლიოში პირველ“ 1040-ჰერციან სათამაშო მონიტორს. აქვე გვხვდება 3 ახალი Odyssey G8-ის მონიტორები: 32-დიუმიანი G80HS გთავაზობთ 6K გარჩევადობას 165 ჰერცამდე განახლების სიხშირით, 27-დიუმიანი 5K G80HF მოდელი 180 ჰერცამდე სიჩქარით და Odyssey G8 4K OLED დისპლეით 240 ჰერცამდე განახლების სიხშირით, 300-ნიტიანი სიკაშკაშითა და True Black 500 სერტიფიკატით. სამივე გვთავაზობს AMD FreeSync Premium Pro-სა და NVIDIA G-Sync-ის მხარდაჭერას.
რაც შეეხება ამ მოდელების ჩაშვების დროსა და ფასებს, სამსუნგი ჯერ არაფერს ამბობს…