საფრანგეთში განიხილავენ ფესენჰაიმის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობას, რომელიც 2020 წელს დაიხურა. მაგალითად, მათი გამოყენება შესაძლებელია ჩანგლების, ქოთნების და კარის სახელურების დასამზადებლად.
ინიციატივის მხარდამჭერებს სურთ აშენონ ტექნოლოგიური ცენტრი ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც გადაამუშავებს რადიოაქტიურ ლითონებს ფოლადის ან თუჯის შენადნობებად. გამოყენებული იქნება მხოლოდ ძალიან დაბალი დონის ლითონები - კერძოდ, ლითონის ჯართი, რომელიც წარმოიქმნება სტრუქტურების დემონტაჟის დროს, რომლებიც არ შედიოდნენ თავად რეაქტორის შემადგენლობაში. ატომური ელექტროსადგურის დარჩენილი ნაწილები გადაიგზავნება ბირთვული ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნებში.
გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარო კონსულტაციები იგეგმება.
ყველა არ უჭერს მხარს რადიოაქტიურ მასალის გადამუშავების იდეას. ანტიბირთვული ბანაკის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ რადიაციის ნებისმიერი დოზა, თუნდაც ყველაზე დაბალი, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, თუმცა, რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავების მსგავსი ტექნოლოგიები უკვე გამოიყენება შვედეთში, გერმანიასა და აშშ-ში.
შეგახსენებთ, ევროკავშირს არ აქვს ერთიანი პოლიტიკა ბირთვული ენერგიის სფეროში. ზოგიერთი ქვეყნისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ ნახშირს, ეს არის გზა გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოებაზე და არ დააბინძურონ ატმოსფერო ნახშირორჟანგის გამონაბოლქვით და წვის სხვა მავნე პროდუქტებით. მაგალითად, პოლონეთი 2033 წლისთვის თავის ტერიტორიაზე პირველი ატომური ელექტროსადგურის გახსნას გეგმავს. მაგრამ ბევრ ქვეყანას, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, ეშინია კატასტროფების (როგორიცაა ჩერნობილში 1986 წელს ან ფუკუშიმაში 2011 წელს) და უარს ამბობენ ბირთვულ ენერგიაზე.
ამასთან, 2022 წელს ევროკომისიამ ბირთვული ენერგია ინვესტორებისთვის ეკოლოგიურად მდგრადი საქმიანობის სიაში შეიტანა.