„ქარის ენერგია - გლობალურად და არა მხოლოდ აშშ-ში - „იდეალურ  ქარიშხლის“ ქვეშაა, - დანიის გიგანტის Orsted-ის ხელმძღვანელის, მადს ნიპერის სიტყვებს Bloomberg-ი ციტირებს.

ქარის ელექტროსადგურების უმსხვილესმა დეველოპერმა - Orsted-მა, პირველ 

ნოემბერს, შეერთებულ შტატებში 2 დიდი პროექტის ლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა და არარეალიზებული ინვესტიციებიდან $4 მლრდ ზარალის ჩამოწერა. კომპანიის აქციები 20%-ზე მეტით დაეცა.

სააგენტო დასძენს, რომ გასულ კვირას, ჩინეთის ქარის ტურბინების მწარმოებელმა Xinjiang Goldwind Science & Technology-მა თითქმის ნულოვანი მოგების შესახებ გამოაცხადა. კომპანიის მუშაობა მესამე კვარტალში 98%-ით დაეცა. 

„გვესმის ქარისა და მზის ენერგიის კრიტიკა ადგილობრივი მცხოვრებლებისა და აქტივისტების მხრიდან. მიზეზი ის არის, რომ ასეთ პროექტებს 300 ან თუნდაც 600-ჯერ მეტი ტერიტორია უკავია, ვიდრე თბო ან ატომური ელექტროსადგურები. ამის გამოთვლა ძალიან მარტივია - უბრალოდ გადადით რუკაზე და გაყავით ობიექტის სიმძლავრე მის ფართობზე. გამოდის, რომ ტრადიციული ენერგიის ენერგეტიკული სიმკვრივე ასჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მწვანე ენერგიის. ამიტომ ყველას, ვისაც ბუნებისა და იშვიათი სახეობების დაცვა უნდა, უნდა ებრძოლოს ასეთ პროექტებს, რადგან ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ეფექტური ალტერნატივები. მწვანე ენერგია დიდი ტყუილი აღმოჩნდა და ხალხი იწყებს გამოღვიძებას“, - ამის შესახებ პუბლიცისტი მაიკლ შელენბერგერი Sky News-ზე აცხადებს.

ზოგიერთი დამკვირვებლის მხრიდან სკეპტიციზმის მიუხედავად, ქარი და მზის ენერგია ყველაზე სწრაფად მზარდ ენერგეტიკულ სექტორებად რჩება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ქარის წარმოების წილი 2%-დან 7%-მდე, ხოლო მზის - 0,5%-დან 4,5%-მდე გაიზარდა და შენელება ჯერ არ დაფიქსირებულა.