ვროცლავის სტარტაპმა NJORD Energy, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, მიაგნეს ელექტროენერგიის გამომუშავების გზას საჰაერო გველების გამოყენებით. ვარაუდობენ, რომ ეს ტრადიციული ქარის ტურბინების ალტერნატივა იქნება.

საჰაერო გველი დაფრინავს 1000 მეტრ სიმაღლეზე, სადაც ქარი უფრო ძლიერი და სტაბილურია. კონტროლის ინოვაციური სისტემები შესაძლებელს ხდის მცირე ქარშიც კი დიდი ენერგიის გამომუშავებას. კაბელთან დაკავშირებული გენერატორი გარდაქმნის კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად.

ტესტებმა აჩვენა, რომ საკონტროლო სისტემა ჰაერში კომპლექსური მანევრების შესრულების საშუალებას აძლევს.

Kite-სისტემები შეიძლება მუშაობდეს მთელი საათის განმავლობაში და არ საჭიროებს დიდი კონსტრუქციების მშენებლობას, რაც საშუალებას აძლევს მათ დამონტაჟდეს სხვადასხვა ადგილას გარემოზე ზიანის მიყენების გარეშე. სისტემის სიმძლავრე 500 კვტ-ს აღწევს, რაც საკმარისია დიდი სამრეწველო ობიექტების, ოფისების, საავადმყოფოების და სხვა დიდი შენობების ენერგიით მოსამარაგებლად.

სტარტაპმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეიმუშავა "ელექტრული" Kite-სისტემები.

განახლებადი ენერგიის გამოყენება ევროპის ქვეყნებში დაეხმარება ევროკავშირს მიაღწიოს თავისი ამბიციური მიზნის მიღწევას სათბურის გაზების ემისიების 55%-მდე შემცირებას 2030 წლისთვის, ასევე 2050 წლისთვის მიარწიოს სათბურის გაზების ე.წ. ნულოვანი დონეს. ეს ნიშნავს, რომ გაფრქვეული ემისიების შთანთქმას ბუნებრივად მოახერხებს გარემო და არ დაგფროვდება ატმოსფეროში.

2030 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნები ენერგიის მთლიანი მოხმარების მინიმუმ 42,5%-ს განახლებადი წყაროებიდან მიიღებენ.