ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი ბერძნული ავიაკომპანიის Sky Express-ის მფლობელს იუანის გრილოსის და ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

"ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ავიაკომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

Sky Express საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა.  ავიაკომპანიამ პირდაპირ რეგულარულ რეისები ათენიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით დაიწყო.  ახალი ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზაზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას საბერძნეთიდან," - აცნობეს "კომერსანტს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან.

ცნობისთვის, საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ბერძნული
SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით
კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს.

SKY express-ი, ეგეოსის ავიახაზებისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია,
რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს
ასრულებს. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამურად, თბილისისა და ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტებით საბერძნეთის მიმართულებით და პირიქით, 186,782
მგზავრმა ისარგებლა.