Testeatlas-მა მსოფლიოში საუკეთესო ლობიოს კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართული ამოლესილი ლობიო მე-20 ადგილზეა.

Tasteatlas-ი წერს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად წითელ ლობიოს იყენებენ, ხარშავენ, სხვადასხვა სანელებლებით აზავებენ და ჩვეულებრივ მიირთმევენ მჭადთან, ტრადიციულ ქართულ სიმინდის პურთან ერთად.

ასევე გავრცელებულია „ლობიო ნიგვზით“, რომელსაც ცივად მიირთმევენ.

TasteAtlas-ის საკვების რეიტინგი TasteAtlas-ის აუდიტორიის შეფასებებს ეფუძნება.