Opera-ს დეველოპერებმა წარმოადგინეს ახალი ბრაუზერი - Opera One ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით.

ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს ბრაუზერის უფრო ადვილად გამოყენებას, გააადვილებს ნავიგაციას და უზრუნველყოფს პროდუქტიულ ვებ-გამოცდილების. Opera One-ის 99.0.4780.0 ვერსია ხელმისაწვდომია ჩამოტვირთვისა და შეფასებისთვის მხოლოდ ადრეული წვდომის დეველოპერებისთვის. თუმცა, უახლოეს მომავალში ბრაუზერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისთვის.

დეველოპერების თქმით, Opera One არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბრაუზერების ევოლუციაში. Opera One-ის განსაკუთრებული მახასიათებელია Tab Island ფუნქცია. ის ეხმარება მომხმარებლებს გაუმკლავდნენ ღია ჩანართების დიდ რაოდენობას და აუმჯობესებს პროდუქტიულობას. სხვადასხვა ამოცანის მქონე ჩანართები დაჯგუფებულია ცალკეულ „კუნძულებად“, რაც აადვილებს მათ შორის გადართვას.

Opera აქტიურად აფართოებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამას AIGC-ში (Artificial Intelligence Global Company) ბრაუზერებისა და სათამაშო პროდუქტებისთვის საკუთარი გადაწყვეტილებების, ასევე ახალი და არსებული პარტნიორობის მეშვეობით, - განაცხადა Opera-ს პროდუქტის მთავარმა დირექტორმა ჯოანა ჩაიკამ.